ივანიშვილის რეჟიმი

კალაძე 4 ოქტომბრის აქციაზე: აბა, გაბედონ რამე კანონის წინააღმდეგ - გაეცემათ პასუხი

ეს განცხადებები კეთდება თავიანთი მხარდამჭერებისთვის, რომ რაღაცნაირად შეაგულიანონ. ათას სისულელეს ამბობენ. ძალიან მარტივად ვიტყვი: აბა, გაბედონ რამე კანონის წინააღმდეგ - გაეცემათ შესაბამისი პასუხი და უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი, ცხადია, კანონის ფარგლებში.

[...] ოპოზიცია თავადაც გაურკვეველია ერთმანეთში. საერთოდ არ მინდა საუბარი მათ დაპირისპირებაზე. მე ვარ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ვხვდები მოსახლეობას, ვსაუბრობ ქალაქის მომავალზე, სამომავლო პროექტებზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის  შენარჩუნება ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, კახა კალაძემ.

კომენტარები