სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0,3% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6%.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 10.0%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.35%-ით აისახა. ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- ხილი და ყურძენი - 15.3%;
- ზეთი და ცხიმი - 14.8%;
- ყავა, ჩაი და კაკაო - 13.1%;
- რძე, ყველი და კვერცხი - 11.8%;
- თევზეული - 10.8%;
- ბოსტნეული და ბაღჩეული - 10.8%;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 10.2%;
- პური და პურპროდუქტები - 9.4%;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 8.4%;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები - 3.2%;
ჯანმრთელობის დაცვა 9.3%-ით გაძვირდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.78%-ით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების - 10.8%, საავადმყოფოების მომსახურების - 9.2% და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 7.9% ქვეჯგუფებზე.

ბოლო ერთ წელში გაძვირდა:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 10.0%;
- ჯანმრთელობის დაცვა - 9.3%;
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 6.8%;
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 5.5%;
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 4.7%;
- განათლება - 4.6%;
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 0.8%;
- კავშირგაბმულობა - 0.2%;
ბოლო ერთ წელში გაიაფდა:
- ფეხსაცმელი და ტანსაცმელი - 2.9%;
- ტრანსპორტი - 2.4%;
- ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 1.4%;
- დასვენება, გართობა და კულტურა - 0.2%;
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე აღნიშნულია ინფლაციის მაჩვენებელი 2025 წლის ივლისთან შედარებით:






