ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 31 აგვისტოს დადგენილ ვადაში ევროკომისიას ანგარიში გაუგზავნა. ინფორმაცია ტაბულას უწყებაში დაუდასტურეს. უცნობია რა წერია აღნიშნულ დოკუმენტში.
ცნობისთვის, ევროკომისია დემოკრატიის სერიოზული უკუსვლის გამო, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს.
16 ივლისს ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატმა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნების მხრიდან "საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული" დარღვევები გაგრძელდება, კომისიამ, შეიძლება, დაიწყოს პროცედურები ვიზის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად, ევროკავშირის რეგულაციის მე-8 მუხლის საფუძველზე.





