ანექსირებული ყირიმი

ყირიმში სურთ, რომ ქუჩის მუსიკოსებს უცხოური აგენტების სიმღერების დაკვრა აეკრძალოთ

Константин Кокошкин / Global Look Press

ანექსირებულ ყირიმში ე.წ. პარლამენტი მუნიციპალიტეტებს ურჩევს, რომ ქუჩის მუსიკოსებს ღია სივრცეებში ე.წ. უცხოური აგენტების და "არამეგობრული" უცხოელების სიმღერების დაკვრა აუკრძალონ.

ამის შესახებ ყირიმის ე.წ. პარლამენტის სპიკერი, ვლადიმირ კონსტანტინოვი წერს.

კონსტანტინოვმა ასევე დაამატა, რომ აკრძალვა უნდა გავრცელდეს იმ სახელმწიფოების მოქალაქეებზეც, რომლებიც რუსეთის მიმართ "არამეგობრულად მოქმედებენ". 

"კერძოდ რეკომენდებულია, რომ ქუჩის არტისტებს, რომლებსაც რესპუბლიკის რაიონებისა ან ქალაქის ღია მოედნებზე სურთ გამოსვლა, უარი ეთქვათ შემოქმედებით გამოსვლაზე თანხმობაზე იმ შემთხვევაში, თუ რეპერტუარი აღნიშნული კატეგორიის პირების მიერ შექმნილ ნაშრომებს მოიცავს". - წერს კონსტანტინოვი. 

კონსტანტინოვი ამ რეკომენდაციას "კულტურული სივრცის" "მოღალატეებისგან" გაწმენდის საჭიროების ხსნის. 

"დარწმუნებული ვარ, გვჭირდება, რომ ჩვენი კულტურული სივრცე სხვადასხვა სახის მოღალატეებისგან უნდა გავწმინდოთ, უნდა გავწმინდოთ იმ ნიჭისთვის, რომელიც რთულ მომენტში თავიანთ ქვეყანასთან, თავიანთ ერთან დარჩნენ". - წერს კონსტანტინოვი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში სევასტოპოლში ქუჩის მუსიკოსებს ე.წ. უცხოური აგენტების რეესტრში შესული მუსიკოსების სიმღერების შესრულება აუკრძალეს. 

კომენტარები