ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სასამართლომ ზაპოროჟიეში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეს უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ТАСС ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, სუხაჩოვი აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონში რუსეთის არმიის საზენიტო სარაკეტო დანაყოფების მუშაობის შესახებ.
"19 სექტემბერს ყირიმის რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში ზაპოროჟიეს რაიონულმა სასამართლომ უკრაინის მოქალაქე მ.ა. სუხაჩოვი ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო. მტრისთვის იმ ინფორმაციის გადაცემისთვის, რომელიც შესაძლოა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარების, სამხედრო ფორმირებების ან რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებით სხვა მოქმედებების წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. მას მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა" - ნათქვამია განცხადებაში.





