ანექსირებული ყირიმი

ყირიმის რუსულმა რეჟიმმა უკრაინელ ჟურნალისტს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა

OLENA TSYHIPA

ყირიმის რუსული საოკუპაციო რეჟიმის "უზენაესმა სასამართლომ" უკრაინელ ჟურნალისტს, სერგი ციჰიპას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას სერგი ციჰიპას გასამართლების შესახებ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს, ციჰაპას ცოლის, ოლენა ციჰიპაზე დაყრდნობით. 

"სერგის 13 წელი მიუსაჯეს. ადვოკატმა თქვა, რომ ის კარგადაა. ჩვენ არ ვაპირებთ აქ გაჩერებას, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ" - თქვა სერგი ციჰიპას ცოლმა, ოლენა ციჰიპამ. 

ყირიმის რუსული რეჟიმის "უზენაესმა სასამართლომ" სერგი ციჰიპას საქმე დახურულ კარს მიღმა განიხილა. ამის მიუხედავად, რუსულმა გამოცემა Ria Novosti-მ მოიპოვა და გაავრცელა ფოტოები სასამართლო პროცესიდან. 

კომენტარები