ანექსირებული ყირიმი

რუსეთი: ყირიმელი ნეონაცისტების ლიდერი საქართველოში იმალება

მიხაილ მაუროვი
Vot-tak.tv

16 და 17 აპრილს რუსმა სამართალდამცავებმა ანექსირებულ ყირიმში სპეცოპერაცია ჩაატარეს. კრემლის მედიების ცნობით დაკავებულია ნეონაცისტური დაჯგუფება Белая Масть-ის 12 წევრი.

როგორც კრემლის მედიები წერენ დაჯგუფების ლიდერი და დამფუძნებელი მიხაილ მაუროვი თავს საქართველოს აფარებს.

"დაკავებულების სახლებიდან რუსეთის სპეცსამსახურებმა ამოიღეს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია-წამალი, აკრძალული ექსტრემისტული ლიტერატურა, ნაციონალისტური ატრიბუტიკა.

დაჯგუფების ლიდერს დავალებული ჰქონდა საბრძოლო ერთეულის ფორმირება, გაწვრთნა და უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა". – წერს გამოცემა TACC.

რუსეთის შსს-ს მტკიცებით დაკავებულების ტელეფონებში აღმოჩენილი მიმოწერა უკრაინის მხარეს მებრძოლ მოხალისე რუსულ დაჯგუფებებთან.

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ამ ეტაპზე სუს-ი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

კომენტარები