ანექსირებული ყირიმი

რუსეთის სასამართლომ ყირიმში უკრაინის მხარდამჭერ 62 წლის აქტივისტს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ოლეგ პრიხოდკო
krymr.com

რუსეთის სასამართლომ ანექსირებულ ყირიმში აქტივისტს 5 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ტერორიზმისთვის პატიმრობა მიუსაჯა.

62 წლის ოლეგ პრიხოდკო ღიად ეწინააღმდეგება ყირიმის ანექსიას. პრიხოდკომ თავისი სახლიდან უკრაინის დროშა გადმოკიდა და უარი თქვა მანქანის ნომრების რუსული ნომრებით შეცვლაზე. 

რუსეთის სასამართლომ პრიხოდკო დამნაშავედ ყირიმში ქალაქ საკიში და უკრაინაში, ლვოვში ტერაქტების ორგანიზების მცდელობაში. პატიმრობის გარდა 110 000 რუბლის ($1 500) ოდენობის ჯარიმა დააკისრა. პროკურატურა პრიხოდკოსთვის 22-წლიან პატიმრობას და 200 000 რუბლ ჯარიმას ითხოვდა.

ოლეგ პრიხოდკო ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ არ მიეკუთვნება რამე ექსტრემისტულ ან ტერორისტულ დაჯგუფებას.

რუსეთის ფედერალურმა უშიშროების სასამართლომ პრიხოდკო 2019 წლის ოქტომბერში უკანონო ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისა და ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებებით დააკავა. ფედერალური უშიშროების სამსახურის თანახმად, პრიხოდკო "ნაცისტური იდეოლოგიის მიმდევარი და უკრაინული ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრია".

რუსეთის სამთავრობო მედიის, RBC News-ის თანახმად FSB-მ პრიხოდკოს ავტოფარეხში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და მოლოტოვის კოქტეილები აღმოაჩენს. პრიხოდკოს თქმით, პოლიციამ სამხილები გააყალბა და ასაფეთქებლები მის ფარეხში თავად მიიტანა.

რუსეთის მიერ ყირიმი 2014 წლის შემდეგაა ანექსირებული. რუსეთის მმართველობის პირობებში ასობით ადამიანი, განსაკუთრებით ყირიმელი თათრები ტერორიზმში ბრალდებით დააკავეს. ამ ქმედებებს აქტიურად აკრიტიკებენ უფლებადამცველები და ამბობენ, რომ რუსეთი იდეოლოგიურ ოპონენტებს აპატიმრებს.

კომენტარები