რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპმა კვლავ თქვა, რომ სანქციების დასაწესებლად მზადაა, თუ უკრაინაში ომი არ შეჩერდება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Andrew Harnik/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ თქვა, რომ მზად არის, რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესოს იმ შემთხვევაში, თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება და ეს "ეკონომიკურ ომად" მოიხსენია. 

ამის შესახებ ტრამპმა რეპორტიორის პასუხად ილაპარაკა, რომელმაც აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხა, მიიღებდა თუ არა პუტინი შედეგებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაჭიანურებისთვის. 

ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ "ეკონომიკურ" სანქციებზე საუბრობს, რადგან აშშ "მსოფლიო ომში გახვევას" არ აპირებს. 

"ძალიან სერიოზულია, რასაც ვგეგმავ, თუ ამის გაკეთება მომიწევს, მაგრამ მსურს, რომ ამის დასრულება ვიხილო. [...] ეკონომიკური სანქციები გვაქვს. ეკონომიკურზე ვსაუბრობ, რადგან არ ვაპირებთ, რომ მსოფლიო ომში გავეხვიოთ". - თქვა ტრამპმა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ეს მსოფლიო ომი არ იქნება", არამედ "ეკონომიკური ომი" და ეს "ცუდი იქნება რუსეთისთვის". 

გარდა ამისა, ტრამპმა დაამატა, რომ "ზელენსკიც არ არის უდანაშაულო".

"მსურს, რომ ეს დავასრულო და ეს მსოფლიო ომი არ იქნება, არამედ - ეკონომიკური ომი და ეკონომიკური ომი ცუდი იქნება, ცუდი იქნება რუსეთისთვის და ეს არ მინდა. ასევე უნდა შევხედო, რადგან [...] ზელენსკიც არ არის მთლად უდანაშაულო". - თქვა ტრამპმა. 

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად შესაძლოა სანქციებს ან მტკიცე ტარიფების სისტემას მიმართოს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ "უკრაინის ან ნებისმიერის წინააღმდეგ, ვინც არის". 

კომენტარები