რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაკრონი: უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთი არასდროს შეასრულებს სიტყვას

ჩვენ შევქმენით მსურველთა კოალიცია, რაც იყო რეაქცია ჩვენს იმ განცდაზე, რომ არსებობდა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე სწრაფი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ცდუნება და ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს - ჯერ იყო საქართველო 2008-ში, ისევე როგორც ყირიმი 2014-ში.

სრულად უდავოა ის, რომ თუკი სამშვიდობო შეთანხმებას [უკრაინისთვის] უსაფრთხოების გარანტიების გარეშე დადებ, რუსეთი არასდროს შეასრულებს სიტყვას, არასდროს დაემორჩილება მის მიერვე აღებულ ვალდებულებებს. ასე რომ, ეს [კოალიცია] უკრაინისთვის და ასევე ევროპელებისთვის ნებისმიერი შეთანხმების სრულად გადამწყვეტი და არსებითი ნაწილია - ეს ჩვენი უფროსებისთვისაცაა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო რამდენიმე დღეში, რომ ახლა აშშ მზადაა, ამის ნაწილი იყოს.

თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა NBC News-თან ინტერვიუში.

კომენტარები