ადგილობრივი არჩევნები 2025

ლელოს და გახარიას პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე იქნება

ლელო ძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატი ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე იქნება.

"უნდა გამოვგლიჯოთ თბილისი!" - თქვა კუპრაძემ.

კუპრაძე პარტიებმა რიყის პარკში გამართულ ღონისძიებაზე ერთობლივად წარადგინეს.

ვიცე-მერობის კანდიდატად კუპრაძემ წარადგინა ალეკო ელისაშვილი და გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრი ტატა ხვედელიანი.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ორი პარტიიდან გიორგი შარაშიძე იქნება.

კომენტარები