ჩინეთის შეიარაღებული ძალების მიხედვით, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სკარბოროს წყალმარჩხის მახლობლად ტერიტორიიდან აშშ-ს სამხედრო გემი განდევნეს.
ბოლო ექვსი წლის მანძილზე აღნიშნულ წყალმარჩხთან აშშ-ს პირველი სამხედრო მოქმედება მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ფილიპინებმა ჩინეთის საზღვაო ხომალდს საშიშ მანევრირებასა და არაკანონიერ ქმედებებში დაადანაშაულა.
განცხადებაში, ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა განმარტა, რომ აშშ-ს ფლოტის გემი ტერიტორიაზე ჩინეთის მთავრობის თანხმობის გარეშე შევიდა.
"აშშ-ს ქმედება მნიშვნელოვნად აზიანებს ჩინეთის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას და ძირს უთხრის მშვიდობას და სტაბილურობას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში" – წერია განცხადებაში.
აშშ-მ დაგმო ჩინეთის განცხადება და ხაზი გაუსვა, რომ ამერიკულიგემი საერთაშორისო კანონის ფარგლებში გადაადგილდებოდა.





