ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის თქმით, ჩინეთი მზად არის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინებთან არსებულ პრობლემებზე იმუშაოს, თუმცა, სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ჩინეთის მოთმინებას საზღვარი აქვს.
ჩინეთსა და ფილიპინებს შორის დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ბოლო პერიოდში ხელახლა გამწვავდა. ფილიპინების ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე კვირაში მომხდარ არაერთ ინციდენტს ჩინეთის მხრიდან "აგრესიული, არაპროფესიონალური და არალეგალური" ქმედებები უწოდა.
ჩინეთი მისი ცნობილი "10-პუნქტიანი ხაზით" თითქმის მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვას საკუთარ ისტორიულ ტერიტორიად აცხადებს.
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული კუნძულების კონტროლი სტრატეგიული მნიშვნელობისაა რეგიონის სახელმწიფოებისთვის, ვინაიდან საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს საკუთარი ტერიტორიიდან 200 საზღვაო მილის გარშემო შეუძლიათ ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის შექმნა, სადაც წიაღისეულის მოპოვება და თევზაობა მხოლოდ მათ შეეძლებათ.