ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიებში სამთავრობო მოქმედებების კოორდინატორი (COGAT) დანაყოფი აცხადებს, რომ გუშინ ღაზის სექტორში ქერემ შალომისა და ზიკიმის გამშვები პუნქტების გავლით დაახლოებით 300 სატვირთო შევიდა, რომელმაც მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეიტანა.
COGAT-ის მიხედვით, მოსახლეობისთვის დასარიგებლად 270-ზე მეტი სატვირთოს ტოლფასი დახმარება ღაზის მხარეს მდებარე გამშვებ პუნქტებთან გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩაბარდა.
"ამასთანავე, გაეროს საწვავის ტანკერები [ღაზაში] სასიცოცხლოდ საჭირო ჰუმანიტარული სისტემების მუშაობისთვის შევიდა," დაამატა COGAT-მა.
Times of Israel-ის ინფორმაციით, გაერო აცხადებს, რომ ღაზის სექტორში დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანის სათანადოდ გამოსაკვებად ყოველდღიურად მოსახლეობისთვის 600 სატვირთოს ტოლფასი დახმარების მიწოდებაა საჭირო.





