აქციებზე დაკავებულები

ანატოლი გიგაურს ჯვებე ნაჭყებიამ ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ჯვებე ნაჭყებია / ანატოლი გიგაური

აქციების დროს დაკავებულ ანატოლი გიგაურს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიგაურს პროკურატურა სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა), რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოსამართლემ განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1 ნაწილით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) გამოიტანა - რაც ჯარიმას, ან 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვას, ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები