უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები

ABC: თეთრი სახლი პუტინთან შეხვედრის დაგეგმვას უარყოფს

Insider

გამოცემა ABC News წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შეხვედრის დაგეგმვას უარყოფს.

ABC-ის თეთრი სახლის წარმომადგენელმა უთხრა, რომ ვლადიმირ პუტინი ტრამპთან შეხვედრამდე აუცილებელია უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, რაზეც კრემლს თანხმობა არ განუცხადებია. 

5 აგვისტოს პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ "პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება".

უშაკოვმა ასევე აღნიშნა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა სამმხრივი შეხვედრის იდეა წამოაყენა, რომელსაც ტრამპი, ზელენსკი და პუტინი დაესწრებიან.

7 აგვისტოს პუტინმა მედიას განუცხადა, რომ ტრამპთან შეხვედრის გასამართად რამდენიმე ადგილი, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროები განიხილება.

იმავე დღეს, შეხვედრის მნიშვნელობის შესახებ ილაპარაკა პუტინის ხელისუფლების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, რუსეთის საინვესტიციო ფონდის დირექტორმა, კირილ დმიტრიევმა. 

ამ ეტაპზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ტრამპი-პუტინის სავარაუდო შეხვედრის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები