უკრაინისთვის NATO-ს უსაფრთხოებისა და წვრთნების მისიის მეთაურის მოადგილის, გენერალ-მაიორი მაიკ კელერის თქმით, რამდენიმე თვის წინ რუსეთმა დარტყმების შედეგად უკრაინის MIM-104 Patriot-ის ტიპის რადარის დაზიანება მოახერხა, რომელიც გერმანიაში დააბრუნეს და თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მისი შეკეთება ვერ მოხერხდებოდა, თუმცა, სისტემის ჩანაცვლების ფასისა და დროის გათვალიწინებით, მათ შეკეთება მაინც სცადეს და შედეგსაც მიაღწიეს.
კელერის თქმით, გერმანული საჰაერო ძალების ექსპერტები რადარის შეკეთებისთვის ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დღეში 16 საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
ივლისში ზემოხსენებული სისტემა უკრაინაში დააბრუნეს, გასულ კვირაში კი რადარის გამოყენებით უკრაინულმა ძალებმა რუსული სამიზნის განეიტრალება შეძლეს.





