აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი დღეს, პრეზიდენტ ტრამპის მიერ რუსეთისადმი დაწესებული ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე, მოსკოვში ჩავიდა.
რუსული სამთავრობო მედიის მიხედვით, უიტკოფს პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საინვესტიციო-ეკონომიკურ საკითხებში, კირილ დმიტრიევი დახვდა.
Reuters-ის ინფორმაციით, 6 აგვისტოს უიტკოფი რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება. ხოლო კრემლში განაცხადეს, რომ ის შესაძლოა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც შეხვდეს, თუმცა შეხვედრა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა 29 ივლისს რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევისთვის 50-დღიანი ულტიმატუმის ვადა 10 დღემდე შეუმცირა.
მოგვიანებით გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ს წარმომადგენელმა, ჯონ კელიმ განმარტა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ულტიმატუმის მიხედვით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა 8 აგვისტოსთვის უნდა მოხდეს.





