NATO

რუსეთ-ბელარუსის წვრთნების ფონზე გერმანიამ პოლონეთში 5 გამანადგურებელი განალაგა

გერმანიამ პოლონეთის სამხედრო ბაზაზე Eurofighter-ის ტიპის 5 გამანადგურებელი განალაგა. აღნიშნული ნაბიჯის მიზეზი ბელარუსში გასამართლი Zapad-ის სამხედრო წვრთნებია. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. 

5 აგვისტოდან, გამანადგურებლები მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მონიტორინგს გაუწევენ NATO-ს საჰაერო სივრცეს და დააკვირდებიან რუსეთის პოტენციურ სამხედრო მოქმედებებს. 

რუსეთსა და ბელარუსს შორის Zapad 2025-ის სამხედრო წვრთნების დაწყება სექტემბრის შუაში იგეგმება და მასში დაახლოებით 13 000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. 

"განლაგება აშკარა ნიშანია NATO-ს შიგნით ალიანსის სოლიდარობის აშკარა ნიშანია და ემსახურება საერთო საჰაერო სივრცის დაცვისა და სანდო შემაკავებლის უზრუნველყოფას" – ამბობს გერმანიის საჰაერო ძალების სპიკერი Bild-თან.

კომენტარები