თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ესპანეთს ტარიფებით დაემუქრა, რადგან ტრამპის თქმით, ესპანეთი NATO-ს ერთადერთი წევრია, რომელმაც თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება არ მიიღო.
ძალიან იმედგაცრუებული ვარ ესპანეთით. ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც [თავდაცვის ხარჯები] 5%-მდე არ გაზარდა. ვფიქრობდი ვაჭრობის სფეროში სასჯელის სახით ტარიფების დაწესებას და შეიძლება ასეც გავაკეთო" – თქვა ტრამპმა.
23 ივნისს, NATO-ს წევრი სახელმწიფოები ჰააგაში გამართულ სამიტზე 2035 წლისთვის, თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2%-დან 5%-მდე გაზრდაზე შეთანხმდნენ.
ერთობლივ დეკლარაციაში წერია რომ ბლოკი "ერთიანია დიდი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე. ასევე, მოკავშირეები იღებენ ვალდებულებას, ყოველწლიურად მშპ-ს 5%-ის ინვესტირება მოახდინონ თავდაცვის ძირითად მოთხოვნილებებში, ასევე, თავდაცვასა და უსაფრთხოების საკითხებში, რათა უზრუნველყონ ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობების შესრულება".
გადაწყვეტილების შედეგად, წევრ სახელმწიოფებს მოუწევთ ყოველწიური გეგმის წარდგენა, სადაც ნაჩვენები იქნება "სანდო და ზრდადი გეგმა დასახული მიზნის მისაღწევად".





