ავტოსაგზაო შემთხვევა

ცინცაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

შსს-ს ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი დაეჯახა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

 

კომენტარები