"სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება" – ამბობს კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად რუსეთისთვის დაწესებულ 50-დღიან ულტიმატუმს 10-12 დღემდე ამცირებს.
ჩვენ კვლავ პასუხისმგებლობით ვეკიდებით უკრაინის ირგვლივ კონფლიქტის მოსაგვარებლად სამშვიდობო პროცესს და იმის უზრუნველყოფას, რომ ჩვენი ინტერესები დაცული იყოს" – ამბობს პესკოვი.
ტრამპმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმირ პუტინით იმედგაცრუებული იყო და ამის გამო მისთვის მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს შეამცირებდა.
"მე ვაპირებ ახალი ვადა დავაწესო - დღეიდან დაახლოებით 10 ან 12 დღე. ლოდინს აზრი არ აქვს. თავიდან 50 დღე იყო გათვალისწინებული, მინდოდა ლმობიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, [მშვიდობისკენ] ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედვთ" - თქვა ტრამპმა
ცნობისთვის, 14 ივლისს ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ 50 დღეში [რუსეთსა და უკრაინას შორის] შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აშშ [რუსეთთან მიმართებით] მეორად სანქციებს დააწესებს".





