25 ივლისს Starlink-ის სისტემები გლობალური მასშტაბით დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გაითიშა. უკრაინის სამხედრო ძალები მას ფრონტის ხაზზე აქტიურად იყენებენ და გათიშვამ უკრაინის სამხედრო კომუნიკაციებზე დიდი გავლენა იქონია. ამის შესახებ ერთ-ერთმა უფროსმა სამხედრო მეთაურმა განაცხადა.
Reuters წერს, რომ უკრაინული ძალები ძლიერ დამოკიდებულნი არიან ათასობით Starlink-ის ტერმინალებზე, რომლებიც საკომუნიკაციო კავშირისა და გარკვეული დრონების ოპერაციების უზრუნველყოფისთვის გამოიყენება.
გამოცემის ცნობით Starlink-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გათიშვა პროგრამულმა ხარვეზმა გამოიწვია.
"სტარლინკი გათიშულია მთელ ფრონტზე" - დაწერა უკრაინის დრონების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ ტელეგრამზე.
მან მოგვიანებით განაახლა პოსტი და დაწერა, რომ პრობლემა მოგვარდა. მისი თქმით, ინციდენტმა ცხადყო, რამდენად საშიშია სისტემებზე დამოკიდებულება და უკრაინას კომუნიკაციისა და კავშირის გზების დივერსიფიკაციისკენ მოუწოდა.
"საბრძოლო მისიები ხორციელდებოდა [ვიდეო] კავშირის გარეშე, სადაზვერვო სამუშაოები კი - შეტევითი დრონებით" - დაწერა ბროვდიმ.





