19 თებერვალს პარიზში, ელისეს სასახლეში ევროპის ლიდერების მეორე საგანგებო სამიტი გაიმართა.
სამიტის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა.
"საფრანგეთისა და მისი პარტნიორების პოზიცია ნათელი და ერთიანია. გვსურს მყარი და სანდო მშვიდობა უკრაინაში. მხარს ვუჭერთ უკრაინას და შევასრულებთ ყველა ვალდებულებას ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად". – წერს მაკრონი.
მაკრონი აზუსტებს, რომ ევროპა იგივე მიზანს იზიარებს, რასაც დონალდ ტრამპი - დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული რუსეთის აგრესიული ომი.
ამასთან მშვიდობის მისაღწევად ევროპა შემდეგ პრინციპებს დაეყრდნობა:
- უკრაინა ყოველთვის უნდა იყოს ჩართული მოლაპარაკებებში და მის უფლებებს პატივი უნდა სცენ;
- მშვიდობა უნდა იყოს მყარი და ახლდეს სანდო გარანტიები, რომლებიც ნდობას იმსახურებენ;
- აუცილებელია ევროპელების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინება;
გარდა ამისა, მაკრონმა დაამატა, რომ აუცილებელია ევროპამ გაზარდოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო პოტენციალის ზრდის ხარჯები. ამ საკითხზე გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში და კვირებში იქნება მიღებული.





