რუსული რეჟიმი

ჟორჟოლიანი წულუკიანის სარჩელზე: პოსტის წაშლის და ბოდიშის მოხდის დავალდებულება

მომიტანეს საქალაქო სასამართლოდან ორი საქმე, ორი სარჩელი... მოსარჩელე ავთანდილ წულუკიანის, აწ გარდაცვლილი, მემკვიდრეები: თეა წულუკიანი, გიული შანიძე, ბათუ ავთანდილ წულუკიანი და თეა წულუკიანი. ანუ მოსარჩელეები არიან და რას ითხოვს ახლა თეა წულუკიანი.

დავის საგანი - სოციალურ ქსელში, facebook-ში გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით მოპასუხე ნანუკა (ნანა) ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებული ცნობების, როგორც ცილისმწამებლური, სახელისა და ღირსების შემლახველის უარყოფის დავალდებულება, მოცემული პოსტის სოციალური ქსელიდან წაშლა, მოსარჩელეების და მათი ოჯახებისთვის ბოდიშის მოხდა. ესე იგი, ეს არის ერთი ანუ წულუკიანი მიჩივის. […]

მეორე სარჩელი რაზე ჩამბარდა. ვაიმე, ისევ თეა წულუკიანი მიჩივის, კაცო?! ერთი და იგივეა და ორი რატომ მომიტანეს?... თეა წულუკიანმა გამომიგზავნა, ორი ეტყობა შეცდომა მოუვიდათ, არ ვიცი, ადვოკატი ნახავს.
 

[...] 10 დღის ვადაში ჩვენ ამას ვუპასუხებთ. 

ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.

18 ივლისს ივანიშვილის დეპუტატმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის უჩივლა.

კომენტარები