რუსეთის ინფორმაციით, უკრაინის იერიშების შედეგად 3 რეგიონში სულ მცირე 18 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ იერიშები მიიტანა ვორონეჟის, ლიპეცკისა და ბრიანსკის რეგიონებზე. ვორონეჟის გუბერნატორის მიხედვით, რუსეთმა რეგიონის თავზე 12 დრონი გაანადგურა. მისი თქმით, მომხდარის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა და დაზიანდა როგორც საცხოვრებელი კორპუსები, ასევე კომერციული დაწესებულებები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, 15 ივლისს ღამით რუსეთმა უკრაინის გაშვებული 55 დრონი გაანადგურა.





