ტრამპის ტარიფები

მიანმარის ხუნტამ ტარიფებით მუქარის წერილში აღიარების გამო ტრამპს მადლობა გადაუხადა

მიანმარის ხუნტის ლიდერმა, გენერალ მინ აუნ ჰლაინმა ტარიფებით მუქარის წერილში აღიარების გამო აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა.

ასევე, მან ტრამპს აშშ-ს მიერ მისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა სთხოვა.

მინ აუნ ჰლაინგმა მხარი დაუჭირა ტრამპის მტკიცებას, რომ 2020 წლის აშშ-ს არჩევნები "მოპარული იყო" და აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი მედიის დაფინანსების შეწყვეტისთვის მადლობა გადაუხადა, რომელიც სამოქალაქო ომით შეძრულ მიანმარში დამოუკიდებელ გაშუქებას უზრუნველყოფდა.

მიმდინარე კვირაში ტრამპმა ათობით ქვეყნების ლიდერებს წერილი გაუგზავნა, სადაც მათ ემუქრებოდა, რომ თუ მათი ქვეყნები აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებას 1 აგვისტომდე ვერ გააფორმებდნენ, მათ დამატებით ტარიფებს დაუწესებდა.

ტრამპმა წერილი მიანმარის ხუნტის ლიდერსაც გაუგზავნა, რომელშიც ის მინ აუნ ჰლაინს 40%-იანი ტარიფის დაწესებით ემუქრება. The Straits Times-ის ცნობით, ხუნტის ხელისუფლებასთან აშშ-ს პრეზიდენტის პირველი პირდაპირი კონტაქტია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ეს აშშ-ს დიპლომატები ხუნტასთან პირდაპირ ფორმალურ კავშირს არ ამყარებენ.

2021 წლის პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედროებმა დემოკრატიულად არჩეული აუნ სან სუ ჩის მთავრობა ხუნტით ჩაანაცვლეს, რამაც ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყება გამოიწვია, რომელიც დღესაც გრძელდება.

აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს 2021 წლის მარტში სანქციები დაუწესეს. 17 მაისს აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და კანადამ მიანმარის სამხედრო ხუნტას დამატებითი სანქციები დაუწესეს.

კომენტარები