ტაბულამ არჩევნების შემდეგ რეჟიმის წარმომადგენლების 13-ზე მეტი ვიზიტი დაითვალა აზერბაიჯანში.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ივანიშვილის მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არაერთია. ივანიშვილის პრემიერმინისტრი კობახიძე ამ დროის განმავლობაში მეზობელ სახელმწიფოს 3-ჯერ ეწვია.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პრეზიდენტად დანიშნა, აზერბაიჯანში ჩავიდა მიხეილ ყაველაშვილიც.
ივანიშვილის მთავრობაში ეკონომიკის მინისტრად ახლადდანიშნული მარიამ ქვრივიშვილი დღეს ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
აზერბაიჯანში ჩასვლა მოასწრო სანქცირებული ვახტანგ გომელაურის შემცვლელმა გელა გელაძემაც. მან აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრა თანამდებობაზე დანიშვნიდან, დაახლოებით, ორ კვირაში გამართა.
მეზობელ ქვეყანაში კობახიძის დელეგაციის ეგიდით თუ სხვა ოფიციალური ფორმატების ფარგლებში ივანიშვილის ყოფილი და ამჟამინდელი მინისტრებიდან იყვნენ: თინათინ რუხაძე, მაკა ბოჭორიშვილი, დავით სონღულაშვილი, ლევან დავითაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, ირაკლი ქარსელაძე.





