გერმანია მზად არის აშშ-სგან პატრიოტის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინოს და შემდეგ ის უკრაინას გადასცეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რომში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ისაუბრა.
მერცის თქმით, მან ეს საკითხი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გასულ კვირას განიხილა, თუმცა განმარტა, რომ საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მომხდარა.
"ჩვენ ასევე მზად ვართ შევიძინოთ დამატებით პატრიოტის სისტემები აშშ-სგან, რათა ის უკრაინისთვის ხელმისწავდომი გავხადოთ" – ამბობს მერცი.





