რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გაერთიანებული სამეფო ახალი შეთანხმებით უკრაინას 5 000-ზე მეტ თავდაცვით რაკეტას გადასცემს 

გაერთიანებული სამეფო ახალი შეთანხმებით უკრაინას 5 000-ზე მეტ საჰაერო თავდაცვით რაკეტას გადასცემს. შეთანხმებას ხელს პრემიერმინისტრის მოადგილე, ანჯელა რეინერი რომში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე მოაწერს. 

დახმარების ამ პაკეტის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა 2 მარტს განაცხადა. ბრიტანეთის მთავრობა ასევე ადასტურებს, რომ უკრაინას 2026 წელს 283 მილიონი ფუნტის ოდენობის დახმარებას გადასცემს.

კომენტარები