ერთი რამ არის ფაქტი, რომ ძალიან ხშირად ვხედავთ არასწორ სტრატეგიებს და არასწორ მიდგომებს, როდესაც ევროკავშირის პოლიტიკაზეა საუბარი და ბოლო პერიოდში, ზოგადად, რთულია გაიგო რა არის ევროკავშირის პოლიტიკა, თუნდაც რეგიონთან დაკავშირებით და რამდენად არის საფუძვლიანი ის გადაწყვეტილებები და კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები მაშინ, როდესაც საქმე, მაგალითად, საქართველოს ეხება.
წარმოუდგენელია საქართველოზე თქვა, რომ "კი მე მინდა საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ მე თქვენ არ გელაპარაკებით". მაშინ, უცნაურია - როგორ შეიძლება ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ მას არ ელაპარაკები? ან იმ ხელისუფლებას არ ელაპარაკები, რომელიც ხალხმა აირჩია. ეს რაღაც წარმოუდგენელი რეალობაა, რომ რაღაც საერთო ინტერესებზე საუბარი ლაპარაკის, დიალოგის გარეშე მოხდეს.
საერთო ინტერესები არის თუ, არ არის - კი არის. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, უბრალოდ ევროკავშირი ამაზე არ საუბრობს. პირიქით, დასჯის მექანიზმებზე საუბრობენ, როგორმე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სულ სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ. ჩვენ ეს ვნახეთ. ჩვენ შევეცადეთ, რომ სწორედ ეს შეგვეჩერებინა, რომ ევროინტეგრაცია ამ მიზნებისთვის არ იყოს გამოყენებული





