რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტუნი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს კენჭი შესაძლოა, ამ თვეში ეყაროს

აშშ-ს სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერი, ჯონ ტუნი
Anna Moneymaker/Getty Images

აშშ-ს სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერის, ჯონ ტუნის თქმით, ორპარტიული კანონპროექტის კენჭისყრა, რომელიც იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას განაგრძობენ, მკაცრ სანქციებს დაუწესებს, შესაძლოა, ამ თვეში გაიმართოს.

ტუნმა განაცხადა, რომ "მნიშვნელოვანი წინსვლა" იქნა მიღწეული "ორივე პარტიის მიერ ფართოდ მხარდაჭერილ რუსეთის სანქციების კანონპროექტზე, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მოლაპარაკებების პროცესში ბერკეტების გაძლიერებას და უკრაინაში სისხლისღვრის დასრულებას ისახავს მიზნად".

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა სენატში კენჭისყრაზე შესაძლოა "უკვე მიმდინარე სამუშაო პერიოდის განმავლობაში" დადგეს, ანუ აგვისტოს პირველი რიცხვამდე, როდესაც კონგრესი ერთთვიან საზაფხულო შესვენებაზე გადის.

The New York Times აღნიშნავს, რომ კანონპროექტის ავტორი, ლინდსი გრემი ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაციასთან კანონპროექტის კონკრეტული ზომების შესათანხმებლად აქტიურად მუშაობს.

"დროა, პრეზიდენტ ტრამპს უფრო მეტი ინსტრუმენტი მივცეთ ომის დასასრულებლად. მოველი, რომ სენატი წინ წაიწევს რუსეთის სანქციების ორპარტიულ კანონპროექტზე, რომელიც ტარიფებისა და სანქციების დაწესების საშუალებას იძლევა იმ ქვეყნებზე, რომლებიც პუტინის ომის მანქანას მხარს უჭერენ და უკრაინას არ ეხმარებიან" - თქვა 8 ივლისს გრემმა.

შეგანხსენებთ, რომ ტრამპმა რუსეთის პრეზიდეტნთან 3 ივლისს საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ  "ძალიან იმედგაცრუებული" იყო, რადგან მასთან "საერთოდ არანაირი პროგრესი" არ ჰქონდა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით. 

 

კომენტარები