კრემლის სპიკერი, დმიტრი კესოვი ადასტურებს, რომ აშშ აგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, თუმცა, მისი თქმით, რუსეთს ჯერ არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იარაღის ტიპისა და რაოდენობის შესახებ.
"აშკარაა, რომ მიწოდება გრძელდება, რაც, გასაგებიცაა. ისიც აშკარაა, რომ ევროპელები აქტიურად იღებენ მონაწილეობას უკრაინის შეიარაღებაში. რა თქმა უნდა, ეს ქმედებები, იმ ნაბიჯებს შორის არ არის, რაც ხელს შეუწყობდა მშვიდობის შეთანხმების მიღწევას. ის მიმართულება, რაც ევროპელებმა აირჩიეს, მიზნად ისახავს საომარი მოქმედებების ფიზიკურად გაგრძელებას. იმის დასადგენად, თუ რა ტიპის დახმარებას აწვდის აშშ უკრაინას და რა რაოდენობით, საჭირო იქნება დამატებითი დრო, რათა სრულყოფილად გახდეს ცნობილი" – ამბობს პესკოვი.
8 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც თქვა, რომ აშშ უკრაინას თავდაცვის დამატებით სისტემებს გადასცემს.
"ჩვენ [უკრაინას] დამატებით იარაღს გავუგზავნით, მათ თავის დაცვა უნდა შეეძლოთ. ძალიან ძლიერი იერიშების ქვეშ არიან, დამატებითი შეიარაღების გაგზავნა მოგვიწევს, პირველ რიგში თავდაცვითი შეიარაღების, მაგრამ მათ ძლიერად არტყამენ" – თქვა ტრამპმა.





