ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

BBC: ჰამასის მაღალჩინოსნის თქმით, ღაზაში კონტროლი სრულად დაკარგეს

Maya Levin / AFP

გამოცემა BBC-სთან საუბრისას ჰამასის ანონიმურმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ ღაზის დაახლოებით 80%-ის კონტროლი დაკარგა და მისი სამხედრო სტრუქტურისგან "თითქმის აღარაფერი დარჩა". 

ამის შესახებ გამოცემას ანონიმურმა ვიცეპოლკოვნიკმა, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში დაიჭრა, ხმოვან შეტყობინებები გაუგზავნა. 

"რეალისტურები ვიყოთ - უსაფრთხოების სტრუქტურისგან თითქმის აღარაფერი დარჩა. ხელმძღვანელობის უმეტესობა, დაახლოებით 95% ახლა მკვდრები არიან... ყველა აქტიური ფიგურა მოკლულია. ასე რომ, რა აკავებს ისრაელს ამ ომის გაგრძელებისგან?" - თქვა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა. 

ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, მარტში ცეცხლის შეწყვეტის დასრულების შემდეგ ღაზაში უსაფრთხოების სიტუაციაზე კონტროლი სრულად დაკარგეს. მანვე დაამატა, რომ მოსახლეობამ ღაზაში ჰამასის ცენტრალური შტაბბინა გაძარცვა და ამისთვის ხელი არავის შეუშლია.

"უსაფრთხოების სიტუაციაზე, ცხადად ვიტყვი: სრულად ჩამოიშალა. სრულად გამქრალია. კონტროლი არსად არ არის". - თქვა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა 

ტერორისტი მაღალჩინოსნის თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისში 57-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის განმავლობაში ჰამასმა გადაჯგუფება და რეორგანიზაცია სცადა, თუმცა ზავის დასრულების შემდეგ ისრაელმა დაჯგუფების დარჩენილ ხელმძღვანელობაზე იერიშები გააგრძელა. 

"ასე რომ, უსაფრთხოების სიტუაცია ნულია. ჰამასის კონტროლი ნულია. არ არის ხელმძღვანელობა, არ არის მეთაურობა, არ არის კომუნიკაცია. ხელფასები გვიანდება და როდესაც მოდის, თითქმის უსარგებლოა. ზოგიერთი უბრალოდ მათი აღებისას კვდება. სრული ჩამოშლაა". - თქვა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.

კომენტარები