კრიმინალი

ისანში კაცმა მეზობელი მოკლა, ბრალდებული კლინიკაში იმყოფება

ისანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მეზობელი დაპირისპირების შედეგად მოკლა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, კონფლიქტი პარკინგის ადგილის გამო მოხდა.

როგორც ინტერპრესნიუსი წერს, ფიზიკური დაზიანებები აქვს ბრალდებულსაც - ის კლინიკაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები