ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025

კალაძე: ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ - მიუთითებს, რა მდგომარეობაა ოპოზიციაში

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა ვუსურვებ, აღნიშნული გადაწყვეტილება კი მიუთითებს, რა მდგომარეობაა ოპოზიციაში. მესმის, რომ თავიანთი პატრონები გარედან ცდილობენ მათ  ერთ პლატფორმაზე თავმოყრას, ამის არაერთი მცდელობა იყო. რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მესმის მათიც - თუ პოლიტიკურ პროცესებში არ მიიღებ მონაწილეობას, რადარებიდან გაქრები და ხალხის მცირე მხარდაჭერაც არ გექნება. შესაბამისად, ვხედავთ განხეთქილებას, თუმცა დეტალებში არ მინდა შევიდე. ჩვენ მზადება დაწყებული გვაქვს მომდევნო არჩევნებისთვის, არსებობს გამწვევები, რასაც ღირსებული პასუხის გაცემა სჭირდება.

პრესსამსახურის ცნობით, თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კომენტარები