ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025

ივანიშვილის მთავრობა ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირს იწვევს

ივანიშვილის მთავრობა თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვრივებლად ეუთო/ოდირის მისიას იწვევს, რათა "არ დარჩეს არანაირი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით" - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

"გვესმის, რომ საქართველოში მოწვევით სერიოზული საფრთხის წინაშე ვაყენებთ. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა პატრონებმა, ჩვენი მოწოდების მიუხედავად, არ გამოატეს პატივისცემა შარშანდელი დასკვნის მიმართ, იმისათვის, რომ არ დარჩეს არანაირი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო/ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა. 

ვიმედოვნებთ, რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად, საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნასთან დაკავშირებით თავს არ შეიკავებს" - ამბობს კობახიძე. 

კომენტარები