ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025

თევზაძე: რუსთავი 2-მა ღიად მოიტყუა, ODIHR 4-5 თვით ადრე იყო მიწვეული ჩეხეთში

თენგო თევზაძე
სქრინი, ფორმულა

კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, თენგო თევზაძი გამოეხმაურა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მაშინ, როდესაც ეუთო/ოდირმა საქართველოს არჩევნებში დაკვირვებაზე უარი დროის სიმცირის გამო უთხრა, მათი მისია ჩეხეთში მიემგზავრება.

რუსთავი 2-ის განცხადებით, ოდირმა ჩეხებისგან მიწვევა 2 სექტემბერს მიიღო, არჩევნები კი 3 ოქტომბერს იმართება. თენგო თევზაძე კი წერს, რომ ისინი 4-5 თვით ადრე იყვნენ მიწვეული ჩეხეთში.

"R2-ს პროპაგანდის საპასუხოდ - რ2-მა ღიად მოიტყუა და თქვა რომ 3 სექტემბერს მოიწვია ჩეხეთის ხელისუფლებამ ODIHR და მაინც აგზავნიან სადამკვირვებლო მისიას.

ჯერ კიდევ 4 აგვისტოს მომწერა ODIHR- მა რომ აგროვებდა სადამკვირვებლო მისიას, ანუ 4-5 თვით ადრე იყვნენ მიწვეული ჩეხეთში და დაიწყეს სადამკვირვებლო მისიის შეგროვება.

P.s მე ვარ ODIHR საარჩევნო ექსპერტი და ჯერ კიდევ 4 აგვისტოს მიმიწვიეს მისიაში.

სამარცხვინოებო." - წერს თენგო თევზაძე სოციალურ ქსელში.

6 სექტემბერს ივანიშვილის მთავრობამ თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვრივებლად ეუთო/ოდირის მისია მოიწვია, რათა "არ დარჩეს არანაირი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით".

9 სექტემბერს ეუთო/ODIHR-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომ "საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბერს გასამართი ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად მოწვევა, რომელიც არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებ ვადაში გამოგზავნეს, არ ტოვებს საკმარის დროს სანდო და არსებითი დაკვირვების ჩასატარებლად."

კომენტარები