კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა.
"წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას. ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ხმას აქცევენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებად.
ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ თითოეულ მათგანს გამოარჩევს გამოცდილება, პროფესიონალიზმი და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა ამ ქალაქის წინაშე. წარმატებული, საქმიანი, გამოცდილი გუნდი, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი, მზად არის, ემსახუროს თბილისს და თბილისელებს." - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კანდიდატების წარდგენისას.
სია შემდეგნაირად გამოიყურება:
1. შალვა სუთიაშვილი;
2. თინათინ ნიბლოშვილი;
3. ბექა დავითულიანი;
4. გურამ ნიკოლაშვილი;
5. ნიკოლოზ კახეთელიძე;
6. ნინო ვარდოსანიძე;
7. ავთანდილ ცინცაძე;
8. კონსტანტინე ზარნაძე;
9. ბექა ოდიშარია;
10. ოთარ ჩრდილელი;
11. გიორგი ხუროძე;
12. კახა ბერაძე;
13. ლევან არველაძე;
14. ლევან აბაშიძე;
15. ალექსანდრე მუკათარიძე;
16. ნოდარ ბოკერია;
17. მარიამ გრიგოლიშვილი;
18. ლუკა ძაძამია;
19. ქეთევან ჭავჭანიძე;
20. ლალი კოლომიკოვი.





