ივანიშვილის რეჟიმი

ფიშერი: ადამიანური თანაგრძნობაა შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსთან კომუნიკაცია

საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ზე ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, აქამდე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია". 

"ადამიანური თანაგრძნობაა შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსთან კომუნიკაცია.

"თუ ჩვენთან არ ხარ, მაშინ მტერი ხარ" ატმოსფეროს პოპულარიზაცია ხდება - ეს მენტალიტეტი ეწინააღმდეგება დემოკრატიას და "ევროკავშირში 2030 წლისთვის"-ს ილუზიად აქცევს". - წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში.

28 ივნისს, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა მოშიმშილეები მოინახულა.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, 27 ივნისს შიმშლობა დაიწყო.

ხოშტარიასთან ერთად, შიმშილობა დაიწყო გედევან ფოფხაძემაც.

ასევე, გიორგი ჟამერაშვილის ინფორმაციით, შიმშილობა კიდევ სამმა აქტივისტმა დაიწყო - ესენი არიან: ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვი და ბაჩო კუცია.

კომენტარები