პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში სასკოლო ავტობუსის აფეთქებას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაშავდა.
BBC-ს ცნობით, სასკოლო ავტობუსი, რომელსაც 40-მდე ბავშვი გადაყავდა, ადგილობრივი დროით 07:40 საათზე, ქალაქ ხუზდართან ახლოს აფეთქდა.
პაკისტანის პოლიციის ცნობით, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. გამოცემა Reuters-ის ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.





