ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ შეარყია 'ქართული ოცნების' პარტია, რომელიც ამჟამად ქართველ ხალხზე ბატონობს. ჩინეთის კომუნისტურ პარტიას სურს, რომ საქართველოს შუა კორიდორსა და მათ შორის, ცენტრალური აზიის კრიტიკულ რესურსებზე წვდომას სრულად დაეუფლოს. ამერიკული კომპანიები უკვე გააძევეს რეგიონიდან, ხოლო საქართველოში შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მიიტაცა. 'ქართული ოცნება' 24-საათიან ანტიამერიკულ პროპაგანდას აწარმოებს.
თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დასაცავად მამაცი ქართველები უკვე 200 დღეზე მეტია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ამერიკის დროშებით შემოსილნი, ქუჩებში გადიან. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 'ქართულმა ოცნებამ' ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი დააკავა და უკანონოდ დააპატიმრა.
[...] ეს საქართველოში ანტიამერიკული, ჩინეთის კომუნისტური გადატრიალებაა, რაც ომის დამნაშავე პუტინს აშკარად აწყობს.


![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)


