აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. ტაბულას ინფორმაციას უწყებაში უდასტურებენ.
გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ. ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მანქანის დაჯახების შედეგად აქციის სულ მცირე ორი მონაწილე დაშავდა.
ერთ-ერთი დაშავებულის ადვოკატის თქმით, დაზარალებულს მანქანის შეჯახების შედეგად ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი.
შემთხვევა 23 ივნისს თბილისში, ათონელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას მოხდა.





