ირან-ისრაელის კონფლიქტი

ტრამპი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ირანთან ერთად ისრაელსაც ადანაშაულებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
Mandel Ngan/AFP via Getty

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰააგაში NATO-ს სამიტზე გამგზავრებამდე მწვავედ გააკრიტიკა ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლამდე ირანზე მიტანილი იერიშებისთვის და ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვების საპასუხოდ საჰაერო იერიშების მომზადებისთვის მას შემდეგ, რაც მან მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. 

"ორი ქვეყანა გვყავს, რომლებიც იმდენი ხანია იბრძვიან, რომ არც იციან, რა ჯანდაბას აკეთებენ". - განუცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებს ირან-ისრაელის კონფლიქტზე საუბრისას. 

ტრამპის თქმით, მას სჯერა, რომ ირანს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა კვლავ სურს: "მჯერა ეს. მათ [ირანმა] დაარღვიეს, მაგრამ ისრაელმაც დაარღვია [შეთანხმება]". - განმარტა ტრამპმა. 

"ისრაელი, როგორც კი შეთანხმებას მივაღწიეთ, ისინი გამოვიდნენ და უამრავი ბომბები ჩამოყარეს ისეთი რაოდენობით, როგორიც მანამდე არ გვინახავს," აღნიშნა მან. 

"ისრაელით კმაყოფილი არ ვარ... როცა ვამბობ, რომ 12 საათი გაქვთ, პირველ საათებში არ უნდა წახვიდე და თქვა, რომ მათ წინააღმდეგ ყველაფერს ჩამოაგდებ, რაც გაგაჩნია."

"ამიტომ, არ ვარ კმაყოფილი ამით. ირანითაც არ ვარ კმაყოფილი. მაგრამ ძალიან უკმაყოფილო ვარ, თუ ისრაელი ამ დილით [ირანისკენ] მიდის, რადგან ერთი რაკეტა, რომელიც არაფერს მოხვედრილა, რომელიც გაისროლეს, შესაძლოა შეცდომით." - დაამატა ტრამპმა. 

კომენტარები