ირან-ისრაელის კონფლიქტი

ისრაელ კაცმა IDF-ს უბრძანა, ირანის მხრიდან ზავის დარღვევას "ძალით უპასუხოს"

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, მან IDF-ს უბრძანა, რომ "ძალით უპასუხოს ირანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას, თეირანის გულში რეჟიმის სამიზნეებზე ინტენსიური იერიშების მიტანით".

ცნობისთვის, ისრაელის მიერ ირანთან ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, ირანმა ისრაელის მიმართულებით 2 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ისრაელმა ორივეს განეიტრალება შეძლო. 

მანამდე, ისრაელმა დაადასტურა, რომ ირანთან ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებაზე აშშ-ს მიერ წარდგენილ წინადადებაზე დათანხმდა, თუმცა დაამატა, რომ ზავის ნებისმიერი სახით დარღვევას "ძალით უპასუხებს".

კომენტარები