ირან-ისრაელის კონფლიქტი

IDF: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

REUTERS/File Photo

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, გაშვებული რაკეტების რაოდენობა, სულ მცირე, ერთი იყო და ისრაელმა, სავარაუდოდ, მისი განეიტრალება შეძლო.

მანამდე, ისრაელმა დაადასტურა, რომ ირანთან ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებაზე აშშ-ს მიერ წარდგენილ წინადადებაზე დათანხმდა, თუმცა დაამატა, რომ ზავის ნებისმიერი სახით დარღვევას "ძალით უპასუხებს".

კომენტარები