ივანიშვილის რეჟიმი

ვაშაძე: გვართმევენ ქვეყანას - სანამ ამ რეჟიმს არ მოვიშორებთ, ერთიანი სია გვექნება

უნდა ვისწავლოთ ამ გამოცდილებაზე - რა ნაცი-ქოცი? რა გარჩევებზეა ლაპარაკი საერთოდ? 

გვართმევენ ქვეყანას - ციხეში ქვეყანას სვამენ, ხალხს სვამენ ციხეში. 

ჩემი საპატიმრო დაწესებულებაში, სიმართლე გითხრათ, ამაზე ძალიან ვნერვიულობდი - არასაპატიმრო სასჯელი რომ გამოეტანათ, ვთქვათ ნაწილისთვის იმიტომ, რომ ახალგაზრდა ადამიანები არაფრის გამო ციხეში არიან, ქალები ციხეში არიან. 

მზაკვრულობა ყოველთვის მათი ხასიათია - უნდა გადავწიოთ ეს პარტია, ის პარტია - აღარ არსებობს პარტია, არის საქართველო. 

ეს ქვეყანა არის გადასარჩენი, ფრონტი საერთოა.

დღეს პირველად დავინახე და  ყველა მიხვდა, რომ ერთიანობის გარდა სხვა გეგმა არ არსებობს. 

ძალა ერთობაშია - სანამ ამ რეჟიმს არ მოვიშორებთ, ერთიანი სიაც გვექნება, ოფისიც ერთი გვექნება, ყველაფერი ერთიანი გვექნება.

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები