ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, წულუკიანის კომისიის დასკვნა ინგლისურად თარგმნეს და დოკუმენტს საელჩოებსა და ყველა "რელევანტურ" ადამიანს გადასცემენ.
"პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში ინგლისურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა. მინდა, კომისიის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო ამ მოცულობითი სამუშაოსთვის - თარგმანშიც 300 გვერდზე მეტია დოკუმენტი, სადაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დანაშაულებია აღწერილი [...]
ეს დოკუმენტი გადაეცემა ყველა საელჩოს - გადაეცემა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ საელჩოების მეშვეობით ყველა რელევანტურ აქტორთან მივიდეს [...] ეს დოკუმენტი მივა ყველა რელევანტურ ადამიანამდე, ყველა კვლევით ორგანიზაციამდე, რათა მტკიცებულებებით ყველამ იცოდეს, თუ როგორი დიქტატორული რეჟიმი იყო 2012 წლამდე საქართველოში". - თქვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
რეჟიმის განცხადებით, წულუკიანის კომისია წინა ხელისუფლების, მისი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის "შესასწავლად" შექმნეს.





