ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.
ჯაფარიძისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის სასამართლომ 2 აპრილს ასევე 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა მამუკა ხაზარაძეს.





