ხაბეიშვილი: უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი ყველას დაიჭერს - ის არის აბსოლუტური შლეგი

ბიძინა ივანიშვილი ემზადება, რომ ყველა ჰყავდეს ციხეში გამოკეტილი - მედიების მიმართულებით თქვენ უკვე გემუქრებიან და ალბათ, აგვისტოში ეცდებიან, რომ რაღაცნაირად დახურონ და დააბნელონ ოპოზიციური არხები.

ასევე, ჩვენ ვხედავთ, რომ 18-19 წლის ბიჭები გაუშვეს ციხეში, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, მე ამას პირადადაც ვესაუბრებოდი მამუკა ხაზარაძეს, ახლაც კიდევ რამდენიმე წუთი გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა.

უნდა გვესმოდეს, რომ ბიძინა დაიჭერს ყველას, ის არის აბსოლუტური შლეგი, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს რაიმე წინაღობა, რომ რამე არ გააკეთოს. 

ჩვენ ხომ სულ ამ რეჟიმში ვიყავით “ახლა, ამდენ ახალგაზრდას, პოლიტიკოსებს ხომ არ დაიჭერს?” - ყველაფერს აკეთებს, ხვდებით?

ყველას დაგვიჭერენ, თუ ჩვენ არ გავერთიანდებით.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მამუკა ხაზარაძისთვის პატიმრობის შეფარდებაზე. 

კომენტარები